თანამედროვე სასტუმროს წარმოდგენა ელექტრონული სეიფის გარეშე წარმოუდგენელია. ამასთან სასტუმროს სეიფი ფუნქციონალობით განსხვავდება, ტრადიციული სეიფებისგან, რომლებიც გამოიყენება ოფისებში თუ პირადი მოხმარებისათვის.
სასტუმროს სეიფები განკუთვნილია სტუმრის მიერ ღირებული  ნივთების შესანახად (ფული, ძვირფასეულობა, ლეპტოპი და ა.შ). სასტუმროს სეიფი გამოყენების თვალსაზრისით მარტივია, გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად გააჩნია ავარიული გაღების შესაძლებლობა Master გასაღებით ან/და Master კოდით. როგორც წესი სასტუმროს სეიფი ინახავს ინფორმაციას ბოლოს მომხდარი ქმედებების შესახებ, (100 ქმედება) რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს სტუმრის ღირებული ნივთების უსაფრთხოებას.
ჩვენ გთავაზობთ სასტუმროს სეიფებს მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლებისაგან: OMNITEC
(ესპანეთი) და DOMETIC (შვედეთი). სეიფებს გააჩნიათ წარმოშობის ევროპული სერთიფიკატები და გარანტია, რომელიც მოქმედებს 1 წლის განმავლობაში.

კომპანია OMNITEC არის BTV (ესპანეთი) სამრეწველო ჯგუფის სასტუმრო ხაზის ქვედანაყოფი. BTV ჯგუფი დაარსდა 1962 წელს და ამჟამად უმსხვილეს სამრეწველო ჯგუფს წარმოადგენს, რომელსაც გააჩნია საკუთარი წარმოება ევროპასა და აზიაში, იყენებენ რა ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მოწყობილობებს. ბრენდი OMNITEC შეიქმნა 2005 წელს, რომელიც სპეციალიზირებულია მთლიანად სასტუმროს ხაზზე. დაარსების დღიდან კომპანიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაამონტაჟა 5000 – ზე მეტი სეიფი სასტუმროებსა და სამოგზაურო ლაინერებზე, რამაც განაპირობა მისი უდიდესი წარმატება. 2009 წელს კომპანიამ მიიღო საერთაშორისო ხარისხის სერთიფიკატი UNE-EN-ISO 9001:2008.
Dometic (შვედეთი)  ელექტრონული სეიფები უზრუნველყოფენ ყველაზე მაღალი დაცვის დონეს, რომელიც აუცილებელია სასტუმროს ნომერში სტუმრის უსაფრთხოებისთვის.

ციფრული სეიფის არჩევისას, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული მოწყობილობების, მათ შორის ლეპტოპის და სხვა ფასეული ნივთების შესანახად, თქვენ საშუალება გაქვთ არჩევანი გააკეთოთ უნიკალური კონფიგურაციის მქონე      ნებისმიერი ზომის, ფორმისა თუ დიზაინის სეიფებზე.

თითოეულ სეიფს გააჩნია touchpad –ის 100 მილიონი კომბინაცია, რომელიც მოცემულია სტანდარტში iAudit –ის ფუნქციასა და Dometic – ის უსაფრთხოების მართვის სისტემებთან.

ახალი ამბები
წარმატებით დასრულდა კიდევ ერთი პროექტი - BIOLI სამედიცინო ველნეს კურორტი