სასტუმროს ნომრებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ აბსორბციულ მინიბარებს, რომლებსაც პატარა მაცივრებთან შედარებით განსხვავებული ტექნოლოგია გამოარჩევს. პატარა მაცივარში იყენებენ კომპრესიის, ხოლო მინიბარში აბსორბციის ტექნოლოგიას. გაციების ბლოკში გამოყენებული წყალში გაზავებული ამიაკი, აბსოლუტურად უსაფრთხოა და შეესაბამება ყველაზე მკაცრ საერთაშორისო ნორმებს.ცვეთადი დეტალების არარსებობა მინიბარის 100%-ით უხმაურო მუშაობისა და ელექტროენერგიის ძალზედ ეკონომიური მოხმარების გარანტიას იძლევა.

კომპანია ISM (თურქეთი) დაარსდა 1986 წელს. კომპანიას გააჩნია რამოდენიმე ქარხანა თურქეთის ტერიტორიაზე საერთო ფართობით 7840 მ2., სათაო ოფისით ქ. მანისაში. კომპანიის ძირითად ხაზს წარმოადგენს აბსორბციული მინიბარების წარმოება. 1995 წელს კომპანია ISM გახდა ადგილობრივი ბაზრის ლიდერი და ამჟამად უკავია მსოფლიო ბაზრის 10% - ზე მეტი. ISM მინიბარები მოწონებულია მსოფლიოს ისეთი წამყვანი სასტუმრო ქსელების მიერ, როგორიცაა: Marriott, Rezidor, Hilton, Accor, Intercontinental, Starwood და ა.შ
კომპანია  Dometic (შვედეთი) დაარსების დღიდან (1922 წელი) შედიოდა Electrolux კონცერნის შემადგენლობაში. 1925 წელს კომპანია Electrolux-მა დაიწყო პირველი აბსორბციული მაცივრის D-fridge წარმოება, რომელიც თავისი ანალოგებისგან განსხვავდებოდა უფრო მეტი ფუნქციონალობითა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით.
1973 წელი კომპანია Dometic - მა დაიწყო მინიბარების წარმოება სასტუმროსთვის და მას შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 4 000 000 –ზე მეტი სასტუმროს ნომერი აღჭურვა.
ახალი ამბები

ახალი სასტუმრო წინანდალში!